ავტორიზაცია

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნა * სავალდებულო ველები

თქვენს მიერ შეყვანილი სახელი არ არის ვალიდური.
გთხოვთ შეიყვანოთ ვალიდური მომხმარებლის სახელი. გამოტოვებები არ არის ნებადართული, მინიმუმ 2 სიმბოლოს უნდა შეიცავდეს და არ უნდა შეიცავდეს შემდეგ სიმბოლოებს: < > \ " ' % ; ( ) &
პაროლი არასწორია.
თქვენს მიერ შეყვანილი პაროლები განსხვავებულია. გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სასურველი პაროლი პაროლის ველში და დაადასტურეთ თქვენი არჩევანი მისი პაროლის დადასტურების ველში შეყვანით.
დაუშვებელი ელ-ფოსტის მისამართი
თქვენს მიერ შეყვანილი ელ-ფოსტის მისამართები განსხვავებულია. გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ელ-ფოსტის მისამართი ველში და დაადასტურეთ ის მისი ელ-ფოსტის მისამართის დადასტურების ველში შეყვანით.


როგორ დავიკლოთ წონაში და როგორ შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი?

woman bodyXXI საუკუნეში სხეულის ჭარბი წონა და სიმსუქნე მსოფლიოში მასშტაბურ მედიკო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე მონაცემებით აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას მსოფლიოს მოსახლეობის 40% ზე მეტი. კვლევებით დადგენილია, რომ გაცხიმოვნების მქონე პირთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად აჭარბებს ნორმალური წონის მქონე ადამიანების სიკვდილიანობის დონეს, რაც გამოწვეულია ისეთი დაავადებების განვითარების რისკის გაზრდით, როგორიც არის: არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია (ლიპიდური ცვლის დარღვევა), ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი2, პოდაგრა და ავთვისებიანი სიმსივნის რისკის გაზრდა. (ქალებში სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს, ხოლო მამაკაცებში - პროსტატისა და კუწ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნური დაავადებების). დადგენილია, რომ ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ზემოთაღნიშნული დაავადებები 2-3ჯერ უფრო ხშირია - ნორმალური წონის მქონე პირებთან შედარებით.

  ჭარბი წონის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის გენეტიკურ წინასწარგანწყობას, რისი მაპროვოცირებალიც შესაძლოა გახდეს არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. არასწორ კვებაში იგულისხმება დღის მანძილზე ერთხელ, ან ორჯერ საკვების დიდი რაოდენობით მიღება, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მიზეზი ხდება. შედეგად დღე-ღამურად ადამიანი იღებს იმაზე მეტ კილოკალორიას, ვიდრე ხარჯავს, რასაც მივყავართ ჭარბი წონის განვითარებამდე.

ტერმინში - ,,ჭარბი კვება“ სულაც არ არის აუცილებელი ვიგულისხმოთ დიდი რაოდენობით საკვების მიღება. ყოველდღიურად  ჭარბად მიღებული 100 კკალორიის შედეგად წელიწადში ადამიანმა შესაძლოა მოიმატოს 5-7კგ.

სიმსუქნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის სტრესს და ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ვინაიდან პოსტსტრესულად ჭარბი კვებით ადამიანი დადებითი ემოციის ჩანაცვლებას ცდილობს, რასაც სიმსუქნემდე მივყავართ.

 სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ცვლილებები ჰორმონალურ სისტემაში, ასევე შესაძლოა, თან ახლდეს ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემის) დისფუნქცია, როდესაც ადექვატურად ვერ ხერხდება სიმაძღრის და/ან შიმშილის ცენტრების აგზნება თავის ტვინში. 

ამჟამად სიმსუქნის არსებობის და მისი ხარისხის სესაფასებლად გამოიყენება სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ნორმაში 18,5 დან- 24,9მდეა.

დღეს სავსეა ინტერნეტი და პოპულარული ჟურნალ-გაზეთები უამრავი დიეტით:  ბრინჯის, წიწიბურას, გრეიფრუტის, ცილოვანი და ა.შ...ბევრი მათგანი ხდება ,,მოდური“ და ერთმანეთს ურჩევენ ჭარბი წონის მქონე ადამიანები. შესაძლოა, მათი მეშვეობით წონაში სწრაფი კლება (5-10 დღეში 10კგმდე), თუმცა არც ერთი მათგანი არ მიეკუთვნება ფიზიოლოგიურს და, რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად შეუძლებელია მიღებული შედეგის შენარჩუნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ სავალალო შედეგზე, რასაც პაციენტი გაუცნობიერებლად აყენებს თავის ჯანმრთელობას. ამასთან, ასეთი არაფიზიოლოგიური დიეტით პაციენტმა შესაძლოა, ხელოვნურად გამოიწვიოს ან გააღრმავოს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. დადგენილია, რომ 1კვირაში 1-2კგზე მეტი წონის კლება წარმოადგენს რისკს მთელი რიგი შინაგანი ორგამოების ფუნქციონირებისათვის.

 იმისათვის, რომ დავიკლოდ სწორად ეფეცტურად, და, რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი, უნდა მივმართოთ პროფესიონალ ენდოკრინოლოგს. ექიმი ენდოკრინოლოგის მიერ მოხდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სიმსუქნის გამომწვევი ზემოთაღნისნული მიზეზების შეფასება და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა. მიდგომა ყველა პაციენტთან მიმატთებაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ვინაიდან ყველა ორგანიზმი ინდივიდია.

                როგორ მივაღწევთ შედეგს?

$11.      სწორი კვება- საკვები უნდა მივიღოთ დრის მანზილზე 3-4ჯერ, მცირე ულუფებით. მნიშვნელოვანია, რომ კვებათა შორის ინტერვალები იყოს თავისუფალი ( შუალედში დასაშვებია მხოლოდ უკალორიო სითხის მიღება: წყალი, ჩაი ან ყავა იშაქროდ). საკვებში უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმი და იოლად ათვისებადი ნახშირწყლები- ტკბილეული. უნდა იყოს დაცული ფიზიოლოგიური თანაფარდობა (ნახშირწყლებთან ერთად უნდა მივიღოთ ცილოვანი საკვებიც, ვინაიდან დიეტის დროს ადამიანის ორგანიზმი კარგავს არამხოლოდ ცხიმებს, არამედ, ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს,რომელთა მარაგის შევსებაც აუცილებელია). დღის ჯამური კალორაჟისა და თანაფარდობის გადანაწილება თითოეულ კვებაზე უნდა მოზდეს ინდივიდუალურად.

$12.      ადექვატური ფიზიკური დატვირთვა: აუჩქარებელი ნაბიჯით სიარული 30-40წთ დღეში, ან ზომიერი ვარჯიში ექიმთან შეთანხმებით, ან ცურვა 1სთმდე დღეში.

$13.        მოტივაცია - მოტივირებული პაციენტი იოლად არწევს სასურველ შედეგს!

$14.        მედიკამენტური ტერაპია:საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სქემაში შესაძლოა, ჩაერთოს გარკვეული მედიკამენტი.

კლინიკა ,,მედელიტში“ თქვენთვის ხელმისაწვდომია ზემოთაღნიშნული სერვისი.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

 

 

ფოტოები

  • 1.jpg
  • 2.jpg
  • 3.jpg
  • 4.jpg
  • 5.jpg
  • 6.jpg
  • 7.jpg
  • 8.jpg
  • 9.jpg
  • 10.jpg
  • 11.jpg
  • 12.jpg
  • 13.jpg
  • 14.JPG
  • 15.jpg